Wednesday, December 19, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის თემა - ბერკეტი

პროექტის იდეა - ამ პროექტის განხორციელე ბით მოსწავლეები გაეცნობიან ბერკეტის გამოყენებას და დანიშნულებას  ყოფა-ცხოვრებაში, რომ მისი საშუალებით ვახდენთ    ძალის გარდაქმნას.

სასწავლო პროექტის მიზნები: ( მიზნების განსაზღვრაში, ჩამოყალიბებაში თავად მოსწავლეები მონაწილეობენ)
1 მოსწავლეები საზღვრავენ ბერკეტის ნაირსახეობებს: 1-ლი გვარის, მე-2 გვარის, მე-3 გვარის ბერკეტი.
2 მოსწავლეებმა გაიაზრონ სად და როდის  უფრო ხელსაყრელია  თითოეული სახის  ბერკეტის გამოყენება.
3 ძირითადი მიზანი-რისთვის ვიყენებთ ბერკეტს.

მისაღწევი შედეგები: პროექტის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ცოდნა: ბერკეტი გამოიყენება სამოქალაქო მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ყოფა-ცხოვრებაში. პროექტის მიხედვით მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ ბერკეტის პრინციპი მოქმედებს მცენარეებში ცხოველებშიც.

მონაწილეთა ასაკი: 14 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე

რესურსები: სახელმძღვანეელო, ნახვრეტებიანი ბერკეტი, შტატივი, სხვადასხვა მასის ტვირთები, საწონები, დინამომეტრი.

სასწავლო პროექტის მნიშვნელობა (აქტუალობა):
მასწავლებელი სვამს კითხვას:
<!--[if !supportLists]-->1)      <!--[endif]-->რით არის ეს პროექტი  აქტუალური?
მოსალოდნელი პასუხები: ყოველი მარტივი მექანიზმი გამოიყენება შრომითი საქმიანობის გაადვილების მიზნით, მათ შორის ბერკეტი.
2. რა არის მარტივი მექანიზმების ძირითადი მახასიათებელი, მათ შორის ბერკეტის, რომლის მიხედვითაც იგი პერსპექტიულია სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა  სფეროში?
მოსალოდნელი პასუხები: მოსწავლეები ვარაუდობენ სხვადასხვაგვარად:
1. ბერკეტზე მოქმედი ძალების მოდულები დავტოვოთ უცვლელი, შევცვალოთ  მათი მიმართულებები საჭიროების მიხედვით.
2. მეორენი ვარაუდობენ; - შევცვალოთ  ძალების  მოდულები და დავტოვოთ უცვლელი მათი მიმართულებები.
3. მესამენი გამოთქვამენ უფრო დაკონკრეტებულ ვარაუდს- ძირითადი მახასიათებელია „ძალის მოგება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდულით დიდი ძალა შეიძლება შევცვალოთ მოდულით მცირე  ძალით (დავძლიოთ მცირე ძალით), თანაც გარდამქმნელი ძალის მიმართულება დამოკიდებულია ბერკეტის გვარობაზე. ამავე დროს ასახელებს წონასწორობის პირობას- აღნიშნული პროექტის გამოყენებით მოსწავლეები მიიღებენ ბერკეტის ტექნიკაში და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების ცოდნას.
განივითარებენ-ერთიდაიმავე მარტივი მექანიზმის  სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების უნარებს.
გაიწაფებიან-კვლევითი  უნ არების გამოყენებაში.

სასწავლო პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის  იმ სტანდარტებს , რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ პროექტის მიზანი, განსაზღვრონ კვლევის მეთოდები, დაეუფლონ ანალიზის მეთოდებს, დასკვნების გაკეთება.   

პროექტის წარმართვისათვის საჭირო რესურსების გამოყენება და აწყობა.
ბ) ანარიცხების სწორად აღება ( გაზომვების ჩატარების ხერხების ათვისება)
გ) გაზომვების მიხედვით ბერკეტის პარამეტრებს შორის დამოკიდებულების დადგენა.
დ)ძ ირითადი შედეგი; ბერკეტის წონასწორობის პირობა

შეფასების საგანი და პროცედურები:
მოსწავლეთა წარმატების  დადგენა მოხდება მათი აქტიურობით პროექტის მიმდინარეობისას (რესურსების გამოყენების ცოდნა. პარამეტრების აღების თანამიმდევ რობა, დასკვნების გაკეთება).
შეფასებისას დაკვირვების და  ანალიზის ობიექტი  იქნება: ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა და ა . შ.
მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები: პროექტის იდეის განსაზღვრა, პროექტის თემის განსაზღვრა დასმული კითხვების მიხედვით, ანალიზის გაკეთება, დასკვნა.

ძირითადი საფეხურები, რომლისგანაც შედგება სასწავლო პროექტი
1.თემის შერჩევა შესაბამისი კითხვების დასმით ( ბერკეტი)
ა) ერთიდაიმავე ძალით შეგიძლიათ ნებისმიერი შრომის  შესრულება?
ბ) როგორ მოიქცევით , რა შრომის იარაღს გამოიყენებთ ასეთ შემთხვევ აში?
გ) რა მიზნ ით იყენებ თ თქვენს მიერ შერჩეულ იარაღს?
დაყოფა საპროექტო ჯგუფებად .
3) პროექტის გეგმის  შემუშავება: ტექნიკური რესურსების  გაცნობა, თემის გაცნობა, იდეის განსაზღვრა.
4) კონკრეტული პირების გამოყოფა (პასუხისმგებელი საქმიანობის შედეგზე), შემსრულებლები, ვინ, რას და როდის აკეთებს.
5) შედეგის პრეზენტაცია.
6) პროექტის შემაჯამებელი შეფასება- მოსწავლეების მიერ ანგარიშის წარდგენა.
საშინაო დავალების ჩანიშვნა-საშინაო ცდა-დაკვირვება ძალის მოგებაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ანტონ ნემსაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nemsadzeanton@gmail.com